წითელას დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ადამიანი მკურნალობს

ზუგდიდის ინფექციურ საავამყოფოში, წითელას დიაგნოზით 5 ადამიანი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფექციონისტმა დალი დარახველიძემ განუცხადა და აღნიშნა რომ იანვრის თვეში სულ საავამდყოფოს წითელას ვირუსით 70-მდე ადამიანმა მიმართა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ააიპ ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა ნანა ოდიშარიას თქმით, ბოლო ორი დღის განვალობაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა 16-მა ადამიანმა ჩაიტარა.




