16 მიწის ნაკვეთი და ბინა სლოვაკეთში – რა ქონებას ფლობს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დეკლარაცია 2018 წლის 19 ოქტომბერს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, ალექსანდრე მოწერელიას საკუთრებაშია ბინა, რომელიც 2016 წელს 123 000 ევროდ შეიძინა და სლოვაკეთში, კერძოდ კი ბრატისლავაში მდებარეობს. მისი ფართი 44, 72 კვ.მ-ია.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, ალექსანდრე მოწერელია 16 მიწის ნაკვეთს ფლობს ყვარლის რაიონის თხილისწყაროსა და ახალსოფელში, რომელიც სხვადასხვა დროს აქვს შეძენილი.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Grand Cherokee, რომლის ღირებულებაა 54000 ამერიკული დოლარი, მაღალი გამავლობის ავტომობილი Hyundai Santa Fe, რომლის ღირებულება 28000 ამერიკული დოლარია და ავტომობილი volksvagen passat რომლის ღირებულა კი 6000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ამასთან, ალექსანდრე მოწერელია კომპანია ” შპს ქაპ ჯორჯიას” 49 პროცენტი წილის მფლობელია, “შპს აერკომპანის” 16,34 %-ის, “შპს Svet Orechov” 49 % -ის, “შპს აერკომპანის” 51 %-სა და “შპს ქაპ ჯორჯია” 51%-ის.




