„ქველმოქმედება ბედნიერებაა”- ზუგდიდში საშობაო-საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში საშობაო-საქველმოქმედო კონცერტი „ქველმოქმედება ბედნიერებაა” გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა მიიღეს.
საქველმოქმედო საღამო ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთუსლოვნების“ ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაზე შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.




