მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა დადიანის, შეროზიას და თბილისის ქუჩები, ჯამში დაიგო 1 464 მეტრი საფარი.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა ზაზა დანელიამ და ლექსო გოროზიამ დაათვალიერა.
პროექტის ღირებულებამ 351 303 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „მარტვილავტოგზამ“ შეასრულა.
ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.




