მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება შეროზიას და დადიანის ქუჩების რეაბილიტაცია, ჯამში დაიგება 1 464 მეტრი საფარი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 351 303 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.




