ზუგდიდში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო [ფოტო]
![ზუგდიდში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/48413342_598730407230378_3120110667563008000_n-1.jpg)
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა აანთეს.
ნაძვის ხე „სკეიტ პარკში“ დგას, რომელიც ასევე სადღესასწაულოდ არის განათებული. დამდეგი შობა ახალი ზუგდიდელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და მოსახლეობას ეკონომიკური წინსვლა უსურვეს.
საახალწლო ღონისძიებები ზუგდიდში 30 დეკემბრიდან დაიწყება.




