“ვიბრძოდი და დავუბრუნდები ჩემს სამსახურს”- დაუბრუნდება თუ არა მაია ღურწკაია ზუგდიდის მერიას?

ზუგდიდის გამგეობის პრესსამსაურის ყოფილ უფროსს მაია ღურწკაიას მერია 2 წლის განაცდურს აუნაზღაურებს, რაც 35 960 ლარს შეადგენს. შესაბამისი გადაყვეტილება საკრებულომ დღეს მიიღო.
„სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სამსახურში აღდგენის შესახებ, თუმცა ლაშა გოგიას მერობის პირობებში არ მინდოდა მემუშავა. ახლა კი მივმართე აღსრულების ბიუროს. მქონდა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტის მერიებიდან შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან უნდა ვიყო იმ თანამდებობაზე, რომელზეც ვიყავი. მე ვიქნები ალბათ პირველი, ვინც 2 წელი იბრძოლა და დაუბრუნდა თავის სამსახურს“, – აღნიშნავს ღურწკაია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებენ:
“7 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ის ჩარიცხულია საჯარო მოხელეთა რეზერვში, რაც უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურის სისტემაში გამოცხადებულ ყველა დახურულ კონკურსში.
რაც შეეხება განაცდურს, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, მიეცემა კომპენსაცია 6 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ასევე განაცდური”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მსგავსი სიახლეები

იცნობენ თუ არა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატს და არის თუ არა ის ჩხოროწყუს მკვიდრი?

მოემატებათ თუ არა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები? – საკრებულო ხვალ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს


