14 წლის დაკარგული ზუგდიდელი გოგო თბილისში იპოვეს

დაკარგული 14 წლის ზუგდიდელი გოგო თბილისში იპოვეს. როგორც imedinews-ს მოზარდის დედამ უთხრა, ის ახლა მიკროავტობუსით ზუგდიდში ბრუნდება და თავს კარგად გრძნობს.
14 წლის გოგოს ოთხი დღე ეძებდნენ. STV-ს წყაროს ინფორმაციით, ის ადრეც გაუჩინარდა სახლიდან და მალევე იპოვეს სამართალდამცველებმა.




