stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

10.12.2018 / 10 დეკემბერი 2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა უძღვებოდა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკურმა ზრდამ, რომელმაც 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალურად 5,1% შეადგინა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5%-ს შეადგენს. ამგვარად, კანონპროექტის მიზანია, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილი ცვლილებები. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში, ძირითადი ცვლილებები სოფლის მეურნეობის ნაწილს შეეხო. რაც შეეხება გარემოს დაცვის პროგრამებს, აქ მხოლოდ ერთი პროგრამის კორექტირება მოხდა, რომელიც ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერების მართვის ღონისძიებებს ეხება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სოფელ ცანას ყოფილი დარიშხანის სამთამადნო წარმოების და გადამუშავების ობიექტებზე სარკოფაგები უნდა აშენებულიყო, თუმცა ვინაიდან ძველი პროექტი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მიმდინარე წელს მხოლოდ ახალი პროექტი გაკეთდა. დარჩენილი თანხა კი მიმართულ იქნა ქვეპროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტების“ დასაფინანსებლად. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უსაფრთხო სარკოფაგის მშენებლობისათვის თანხა 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ასევე განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, სადაც თავდაპირველად ინიცირებულ ვარიანტში ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა. ცვლილებები კოლეგებს პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ზედამხედველობა-კონტროლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნის აუცილებლობით არის განპირობებული. შესაბამისად, მართვის ორგანოსთვის ტყის ფიზიკურად დაცვის ფუნქციის ჩამოშორებით, შესაძლებელი გახდება კონტროლის ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ მობილიზება, რაც დადებითად იმოქმედებს უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და აღკვეთაზე.

როგორც სხდომაზე ითქვა, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ეროვნული სატყეო სააგენტოდან საშტატო ერთეულების (459), მათი შრომის ანაზღაურების ფონდის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გადატანას.

დასასრულ, კომიტეტმა პროექტში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

წინა პოსტი

დემნა გვასალიას ახალი კოლექცია და ბრენდი მავთულხლართების თემაზე

შემდეგი პოსტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ

პრემიერმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ

პრემიერი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციას გახსნის

პრემიერი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციას გახსნის