პრემიერი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციას გახსნის

ბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას, რომელსაც პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გახსნის.
ანგარიშისა და სამომავლო გეგმების დეტალურ პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი: 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რა იქნება წლის ტენდენცია და მთავარი გამოწვევა?


