ნიკა მელიას პოლიტიკური გუნდის საარჩევნო ნომერი 4 იქნება

ნიკა მელია, რომელმაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა, დამოუკიდებელ მოთამაშედ წარდგება საპარლამენტო არჩევნებში. მელია თავის საარჩევნო ნომერს აქვეყნებს და რკმელსაც თან განცხადებას ურთავს.
,,2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4.
მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში” – წერს მელია.




