რითი იკვებებოდნენ ქართბელები 3-5 ათასი წლის წინ – ზურაბ ბაუჟაძის ისტორიული ამბავი

რას ჭამდნენ ქართველთა წინაპრები 5 – 3 ათასი წლის წინ ბედენური და მტკვარ-არაქსის კულტურების დროს? ამის შესახებ ჟურნალისტი და მკვლევარი ზურაბ ბაუჟაძე წერს:
,,ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ჩვენთან ჩატარებული პალინოლოგიური კვლევები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს ათეულ ძეგლზე განხორციელდა.
მიღებული მონაცემების თანახმად, ქართველები ჭამდნენ სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხორბლის, ან ქერის ფაფებს, რომელსაც ატკობდნენ თაფლით ან ხარშავდნენ რძეში. მიირთმევდნენ წიწიბურასაც.
აცხობდნენ პურს და თაფლით დამტკბარ ორცხობილებს.
მრავლად მოიხმარდნენ ფხალეულს ნაცარქათამას, მჟაუნას, ყაყაჩოს, ნიახურს, ბარდას და სხვა პარკოსნებს.
მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენდა თხილი, წაბლი, კაკალი და გარეული კენკრის ნაყოფები.
რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ღვინო, რომლის კვალი გვხვდება საცხოვრებლებშიც და სარიტუალო საკურთხევლებშიც.
ღორის და სხვა შინაური ცხოველების ხორცი და თევზი პროტეინების მნიშვნელოვანი წყარო იყო” – წერს ბაუჟაძე.
მსგავსი სიახლეები

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის ომამდე ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო

პრემიერი: 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია


