ბულვარის პიანინო ზუგდიდის მერიის შენობაში “გამოიზამთრებს”

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარიდან ის პიანინო, რომელიც ზაფხულში დაიდგა, უკვე მერიის შენობის ფოიეში დგას. ამის მიზეზად მერიაში პიანინოს დაზიანებას და სეზონს ასახელებენ.
“პიანინო ცოტათი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. ამასთან, უკვე ზამთარია და პიანინო ზახულამდე დაცულ ადგილას იქნება. სეზონზე კი ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება”,-აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო 15 აგვისტოს განთავსდა. ქუჩის პიანინო პროექტის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში დაიდგა. მისი ინიციატორი ზუგდიდში მცხოვრები მერაბ ოკუჯავა იყო.



