“ქუჩის პიანინო” ზუგდიდის ბულვარშიც გამოჩნდა
“სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტი საქართველოს სხვა დიდ ქალაქებთან ერთად ჩვენს ქალაქშიც გამოჩნდა და ზაფხულის პერიოდში ზუგდიდის მაცხოვრებლებისა თუ მისი სტუმრებისათვის სასიამოვნო სიახლედ იქცევა. “ქუჩის პიანინოების” პროექტმა ახალი ხიბლი შესძინა ისედაც ხიბლიან ქალაქებს – ნიუ იორკს, ბარსელონას, ლონდონს, სან-პაოლოს, ჟენევას. იმედია ჩვენი თანაქალაქელებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე”-აცხადებს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია.


