“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]
![“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/IMG_2395.jpg)
სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა.
“პრაიმედის” ქსელში შემავალი, სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა სპეციალისტებმა სტუდენტებისთვის გამართეს ლექცია-სემინარი თემაზე:”დავასრულოთ შიდსის ეპიდემია”.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა სტუდენტებთან ინტერაქტიულუ გამოკითხვა აღნიშნულ თემაზე.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა გაიარეს უფასო ტესტირება აივ ინფექციაზე.
ცნობისათვის, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული 30 ნოემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები და ტესტირება ჩაუტარდათ ქალაქ ჯვარის მოსახლეობას და ასევე, დარჩელის სამედიცინო ცენტრმა უმასპინძლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობას.
მსგავსი სიახლეები

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა
ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა











