ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ,,ნეოფარმი” დააყაჩაღეს
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ,,ნეოფარმი” დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანმა პიროვნებამ, ცეცხლსასროლი იარაღით მუქარითა და სიტყვიერი დაშინებით მოახერხა სალაროდან ფულის აღება და გაქცევა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.




