სენაკში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქში და სოფლად თანმიმდევრულად ხორციელდება გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დაპირებები.
ამ ეტაპზე, ქალაქ სენაკში ასფალტობეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ს. შენგელიას, მარჯანიშვილის, ფურცელაძის, ჯიხას ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე განხორციელდება სამტრედიის, სტალინის ქუჩის III შესახვევში, შავი ზღვის, ჭალადიდელის, ფალიაშვილის, გაბაშვილის, ალ. არჩაიას, მშვიდობის ქუჩებზე, ალ. არჩაიას ქუჩიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალამდე, დ. აღმაშენებლისა და ლოლუას ქუჩებზე.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს.
მსგავსი სიახლეები

სენაკის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც


