სენაკის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შორისაა, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი.
გოგოლაძის სახელობის მოედნის მიმდებარედ არსებული მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა ამა მარტო ფუნქციური კუთხით, არამედ ესთეტიკის მხრივად წესრიგდება.
ამ ეტაპზე, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში, ნოსირში, აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები; საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც კვაუთის მიმართულებით, ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყო; წლების შემდეგ, პირველად უტარდება რეაბილიტაცია მთის კალთის ქუჩას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალი ეტაპი: ქალაქში არსებული მრავალბინიანი კორპუსების – ცაგარელის N27, შოთა რუსთაველის N72, ჭავჭავაძის N41 და N43 – ფასადების რეაბილიტაციის პროცესი; ასევე, ფურცელაძის ქუჩის ჩიხში და თაყაიშვილის ქუჩის ზედა მონაკვეთში მოეწყობა ცემენტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება შოთა რუსთაველის მეორე ჩიხი.
მსგავსი სიახლეები

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები


