სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სენაკის მუნიციპალიტეტში ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მთელ ქალაქს მოიცავს. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად, ქალაქის მოსახლეობა კეთილმოწყობილი, განახლებული ტროტუარებით ისარგებლებს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, ღირებულებით 239 826 ლარი, ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ტოტალი’’.
შხეფის უბანში, ჯანაშიას ქუჩიდან ჭყონდიდელის ქუჩამდე მონაკვეთზე, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,კოლხიდა’’ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 320 824 ლარს შეადგენს.
აკაკი ელიავას ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციის პროცესს, ღირებულებით 90 190 ლარი, ახორციელებს შპს ,,ჯი ემი.G-M’’.
რუსთაველის, ჯორჯაძის (რუსთაველის ქუჩის კვეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე), ვაჰანიას (რუსთაველის ქუჩის კვეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე), წმ. ნინოს (რუსთაველის ქუჩის კვეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე), ქურდოვანიძის ქუჩებზე (რუსთაველის ქუჩის კვეთიდან ლ.დადიანის ქუჩის კვეთამდე), ახალგაზრდობის ხეივანსა და წმინდა ნინოს ქუჩაზე (,,ლიბერთი ბანკის“ მიმდებარედ) ტროტუარების რეაბილიტაციის პროცესს, ღირებულებით 241 777 ლარი, შპს ,,აფო“ ახორციელებს.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე N112, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოს შემოკავების სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დაგი“. სამუშაოების ღირებულება 10 910 ლარს შეადგენს.




