ზუგდიდში მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კეეზაიას ოჯახის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ
დაისაჯონ დამნაშავეები”, ,,ჩატარდეს ობიექტური გმოძიება”, ,,სკოლა პოლიტიკის გარეშე”, ,,გამოიძიება ღირსების საქმე” ამ ტრანსფარანტებით სამეგრელო-ზემო გუბერნიის შენობასთან ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კეეზაიას ოჯახის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაა დაისაჯონ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი კერზაიას საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში.
მისივე თქმით, პრტოკურატურამ შენგელია მხოლოდ გამოკითხვაზე დაიბარა, რაც ნიშნავს იმას რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის. აქციაზე ასამდე ადამიანი იმყოფება.



