სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

“ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ და მხარდამჭერებს მოუწოდა საპროტესტო აქციების გზით მოითხოვონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ.
ეს განცხადება მან “რუსთავი 2”-ის და “იმედის” ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომლის მიხედვიტაც არჩევნების მეორე ტრუში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
სააკაშვილმა საპროტესტო აქციები დაანონსა, რომლის მოთხოვნაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება.




