“ზუგდიდელი ახალგაზრდები რეჟიმის წინააღმდეგ” – “ნაციონალების” ოფისთან აქცია დაიგეგმა

ხვალ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ახალგაზრდება აქცია დაგეგმეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება დაიდო.
“ხვალ, 24 ნოემბერს, 11 საათზე, ახალგაზრდებმა ერთად დავგმოთ ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ძალადობა. ერთად ვუთხრათ უარი მოძალადე რეჟიმს, რომელმაც ონლაინმედია ,,მეველეს“ მოხალისე ჟურნალისტებზე იძალადა და საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცა!!!
ახალგაზრდებო, ვისაც არ გსურთ ძალადობის დაბრუნება, გელოდებით ხვალ, 11 საათზე ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან!”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




