ზუგდიდში მეგის ქარდავას და როლანდ ახალაიას საწინააღმდეგო პლაკატები დილიდან გამოჩნდა

“ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, “ვა ღოლა/არ ქნა” – ამ წარწერებით ზუგდიდში მეგის ქარდავას, როლანდ ახალაიას, კოხტა კოდუას და ე.წ. კასტილებიანის თემურ უბირიას პლაკატები გამოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გააკრა ამ შინაარსის პლაკატები ზუგდიდის ქუჩებში.
ცნობისთვის, თემურ უბირია ადამიანების წამებასა და გაუპატიურებაშია მსჯავრდებული. როგორც მეგის ქარდავას, ასევე კოხტა კოდუას გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება. რაც შეეხება როლანდ ახალაიას, მას უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.


![მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/04/14839685-a195-494a-8d42-87dd8158e783.jpg)

