პერსონალური კომპიუტერებით 188 მოსწავლე დაჯილდოვდა

სწავლის პროცესში მიღწეული წარმატებისათვის სამეგრელოს რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის – ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები მიიღეს.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეგდით განხორციელდა. დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების წამახალისებელი პროექტი მთელ რეგიონს მოიცავს.




