რაგბის პირდაპირ ტრანსლაციას ზუგდიდში მთავრობის წევრებიც დაესწრნენ

სკეიტპარკში, რაგბის გულშემატკივრებთან ერთად, ვიცე-პრემიერები გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე საქართველო-იტალიის ეროვნულ ნაკრებს შორის თამაში გაიმართა.
ანგარიში იტალიის ნაკრების სასარგებლოდ 28:17 დასრულდა.




