ჭარვალიანობა – პრემიერის ახალ ინიციატივაზე მინისტრები საუბრობენ [ვიდეო]
ხვალ, 19 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა მასშტაბური ინიციატივის შესახებ შეიტყობს, რომელიც პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს და ხელისუფლებას ეკუთვნის.
ახალი ინიციატივა საქართველოს ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს შეეხება, რომელთაც ფინანსური სექტორისთვის ჯამში 1 მილიარდამდე ფინანსური დავალიანებები აქვთ.
პრემიერის ახალი ინიციატივა, რომლის შესახებ მეტი დეტალი უკვე ხვალ გახდება ცნობილი, საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევას შეეხება. აღნიშნულის შესახებ დღეს კომენტარები ზუგდიდში მყოფმა მთავრობის წევრებმაც გააკეთეს.

