პალიტრა არტი, უერთდება სამოქალაქო აქციას “არანაცებს”

საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ, რამოდენიმე კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ მხარს უჭერს , “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ “ნაციონლური მოძრაობა” არ დაბრუნდეს სათავეში.
სარეკლამო კომპანია “პალიტრა არტის ” ფეისბუქ გვერდზე დაიდო განცხადება, რომ კომპანია, მხარს უჭერს და უერთება კამპანიას #არანაცებს. “პალიტრა არტი” უერთდება აქციას #არანაცებს #არამიშას
“ჩვენ არ დავუშვებთ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დაბრუნდეს მკვლელი რეჟიმი”,-ნათქვამია მიმართვაში.
ასევე, კვირას 4 ნოემბერს, ვერის ბაღში, სამოქალაქო აქტივისტა ჯგუფი მართავს აქციას #არამიშას. აქციის მონაწილები წარმოდგენილნი იქნებიან მაისურებით, რომელსაც კომპანია “პალიტრა არტი” დაბეჭდავს, წარწერით #არამიშას.




