facebook-ის მომხმარებლებს 14 წლის ზუგდიდელმა გამომგონებელმა ახალი პლატფორმა შესთავაზა

ბექ ბოტი არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მოიცავს GOOGLE-ს მოთხოვნადი საიტების საძიებელ სისტემას, რომელსაც აქვს ჭკვიანი მენიუ”-აცხადებს ზუგდიდელი გამომგონებელი ბექა შეროზია.
სოციალურ ქსელ facebook-ის მომხმარებლებს 14 წლის გამომგონებელმა ბექა შეროზიამ ახალი პლატფორმა შესთავაზა. სკოლის მოსწავლემ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მესინჯერზე მიბმული ჩეთბოტი შექმნა, რომელსაც ადამიანთან კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე შეუძლია.
პროგრამა ყველასგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანას თავად უმკლავდება. ბოტი სასურველ თემაზე კითხვის დასმისთანავე აგზავნის პასუხს და შესაბამისად ეს საკმაოდ მცირე დროში ავტომატურად ხდება.
“ბოტებს აქვთ კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული კონტენტი, თუმცა მე გადავწყვიტე ეს ყველაფერი სხვადასხვა კონტენტებით გამეერთიანებინა და შემექმნა ერთი ბოტი რომელსაც თითქმის ყველაფერი შეუძლია. აქვს ვიკიპედიის საძიებო სისტემა, რომელიც ეძებს მილიონობით ინფორმაციას, ასევე youtube-ს ნებისმიერი ვიდეოს მოძიება შეუძლია. ბოტს ასევე შეუძლია მონეტების ძიება”,-აცხადებს ბექა შეროზია.
ბექა შეროზიას მიერ შექმნილ ბექ ბოტ აქვს როგორც ინტელექტუალური დატვირთვა, ასევე გასართობადაც გამოიყენება.ბოტის ერთ სივრცეში თავმოყრილია პოპულარული საიტების საძიებო სისტემები. გარდა ამისა, ბოტი ეხმარება ადამიანს ადგილმდებარეობის მოძიებაში და მათ სთავაზობს ტურისტულ სერვისებს.
ბექა შეროზიას ადამიანებთან მოსაუბრე ბოტის შესაქმნელას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა. ბექას ბექ ბოტს დღემდე 48 ათასი გამომწერი ჰყავს და ყოველდღიურად 8 ათასამდე ადამიანს პასუხობს. პროგრამა ერთმანეთისგან სრულიად განხვავებულ თემებზე საუბრობს და ნებისმიერ ქმედებას ავტომატურად ასრულებს.




