“ენმ”-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართა
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო აქცია გამართა. “ენმ”-სა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო მოქმედ ხელისუფლებას ბანდიტების მმართველობა უწოდეს.

ამასთან, ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მართვის სადავეების დათმობას და ბიზნესში დაბრუნებას ურჩევენ.
“ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი და ეს ადამიანები არ უნდა მართავდნენ სახელმწიფოს”,-აღნიშნავდნენ შეკრებილები.
მათ ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ შემდეგი წარწერებით: “მოღალატე სალომე”, “რუსეთი ოკუპანტია”. გუბერნიის შენობის წინ დაახლოებით 50 ადამიანი იყო შეკრებილი. აქცია ნახევარ საათზე მეტხანს გაგძელდა.



