მარტვილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს (R)

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება თბილისის, შეროზიას და დადიანის ქუჩების რეაბილიტაცია, ჯამში დაიგება 1 464 მეტრი საფარი.
თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო
პროექტის ღირებულება 351 303 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.




