სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ლაშა გვასალიამ ათი წუთის წინ შეიტყო.
როგორც ლაშა გვასალია მედიასთან აცხადებს, გათავისუფლების მიზეზად მხარის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გიორგი გახარიასთან მეგობრობა და მასთან თანამშრომლობა დაუსახელა. ლაშა გვასალია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
იგი ამ თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა და იყო რეგიონში მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.



