სენაკში, ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან

სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია აიცრნენ.




