ფოთის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია – ირაკლი თოფურიამ თანამდებობა დატოვა

ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ, ირაკლი თოფურიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა გუშინ დატოვა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
“მერის მოადგილემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა გუშინ დატოვა. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება”,-აცხადებენ ფოთის მერიაში.
ცნობისათვის, ფოთის მერს გოჩა კურდღელიას სამი მოადგილე ჰყავდა. ამჟამად კი ერთ-ერთი მოადგილის ადგილი ვაკანტურია.




