ზუგდიდში, ძლიერმა ქარმა მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ერგეტაში, ფიფიების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდნენ. ოჯახს ძლიერმა ქარმა ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახლს სახურავი გადახადა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახლი რემონტს არ ექვემდებარება. ფიფიების ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატივად ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა შესთავაზა. ასევე, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სახლების მშენებლობის პროგრამისა და მასში ჩართვის პროცედურების შესახებ.




