ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი, ჯუმბერ იზორია თანამდებობიდან გადადგა

” იმ უსაფუძვლო ბრალდების მერე, არ მიმაჩნია სწორად ადამიანი თანამდებობაზე მუშაობდეს,”-ამის შესახებ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა ჯუმბერ იზორიამ ერთერთ მედიასაშუალებას განუცხადა და პოსტიდან გადადგომა დაუდასტურა.
“უკავშირდება უსაფუძვლო ბრალდებებს ჩემი ნათესავების დაბრალებული უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მე არ მიმაჩნია სწორედ რომ ამ ბრალდებების მერე ადამიანი მუშაობდეს ამ თანამდებობაზე და მეთვითონ გადავწყვიტე და დავტოვე თანამდებობა,”-აცხადებს ჯუმბერ იზორია.
ცნობისთვის, ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაში გავრცელდა ფარული ჩანაწერები, სადაც უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი იყიდებოდა.



