სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

30 სექტემბერს სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ საზეიმოდ დაიხურა.ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ის მუსიკოსებს ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან მასპინძლობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ: ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, საფორტეპიანო ტრიო ACCIO; ტრიო INDEED; აფხაზეთის სახლემწიფო კაპელა და მაესტრო ზვიად ბოლქვაძე.
ფესტივალი ჩატარდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევით. ფესტივალი განხორციელდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და პროექტ #chekingerogia ს მხარდაჭერით. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – მუსიკოსი შიო აბრახამია, ფესტივალის დირექტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
სპონსორები: კომპანია “ლაიფ მასტერი”, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, მარტვილის ჩაი „კოლხა“. კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 28 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა.



