წალენჯიხაში საზაფხულო ბაღი დაიხურა

1 აგვისტოს, ქ. წალენჯიხასა და ქ. ჯვარში გახსნილი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,აღნიშნულ ბაღებში 70-მდე აღსაზრდელი იყო დარეგისტრირებული. საზაფხულო ბაღში აღსაზრდელებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ შქმნილი, რომ მთელი დღის მანძილზე ყოფილიყვნენ სასიამოვნო გარემოში და ჰქონიდათ სამჯერადი მაღალკალორიული კვება.
ბაღები საზეიმოდ დაიხურა და სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში მონაწილე 3 სტუდენტი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აქტიური ჩართულობისათვის.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




