სოფელ ბეჩოში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა
დილიდან გადაკეტილია ზუგდიდი- ჯვარი – მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სოფელ ბეჩოში. ბეჩოს მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით 6 წელია მხოლოდ დაპირებები ესმით . სოფელში გადაადგილება ჭირს.
აქციის მონაწილეები კატეგორიულად გამორიცხავენ რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩულს. ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე გაჩერებულია ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები.
ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




