ტორტზე “ქართული ოცნების” წარწერის გამო საბავშვო ბაღის დირექტორმა საყვედური მიიღო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაზე საზეიმო ტორტზე „ქართული ოცნების“ დაწერისა და დროშის გაფენის გამო სოციალურ ქსელსა და მედიაში ხმაური მოჰყვა. მეტიც, ტორტისა და პატივისცემის ამგვარი ჟესტის გამო ბაღის დირექტორმა სასტიკი საყვედურიც მიიღო.
როგორც კირცხის ბაღის დირექტორი აღნიშნავს, ეს აღსაზრდელთა მშობლების მშობლების საჩუქარი იყო, რომელიც მადლიერების გამოხატულებაა ხელისუფლებისადმი.
,,ვიცოდი რომ აკეთებდნენ ტორტს და მეც არ მიმიქცევია ყურადღება, არ მეგონა თუ ასეთი აჟიოტაჟი მოყვებოდა ამ ამბავს. ყველგან იყო ქართული ოცნების დროშები და მაინც და მაინც ჩვენთან რატომ მოჰყვა ასეთი მძაფრი რეაქცია, ჩემთვის გაუგებარია. ამით მშობლებმა მხოლოდ პატივისცემა გამოხატეს და პოლიტიკურ ზრახვებს ადგილი არ ჰქონია,,_ აღნიშნავს საბავშვო ბაღის დირექტორი.
ბაღის აღსაზრდელების მშობლებიც ადასტურებენ, რომ ტორტი მათი სურვილით ზუგდიდში შეუკვეთეს და ამით მადლიერება გამოხატეს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
ჩხოროწყუს გამგებლის დავით გოგუას თქმით, საყვედური მიიღო როგორც გამგემ, ასევე ააიპის ხელმღვანელმაც, რადგან სწორედ მათ ევალებოდათ სიტუაციის კონტროლი. გოგუას განცხადებით, მისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია.


![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)

