ფოთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში,ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, თემაზე „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსული ევრაზიიზმის იდეა“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქია, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი,საკრებულოს წევრები , საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა სივრცის პოლიტიკური, ფილოსოფიური და კულტურულ-გეოგრაფიული ასპექტები. კონფერენციის ძირითადი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია.ევრაზიიზმი, როგორც რუსული პოლიტიკის კონცეფცია, განსაკუთრებით აქტიური განხილვის საგანი გახდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ახალი ტალღის დაწყების კვალდაკვალ.
კონფერენცია ორი დღის მანძილზე გაგრძელდება .




