ზუგდიდის საკრებულომ ყოფილ მერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
ცნობისათვის, ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ 17 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც მან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. გოგია აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და მიზანმიმართული „პროვოკაციის მსხვერპლია“.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსათვი 2-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.
მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი მერის წინააღმდეგ ქრთამის შესაძლო აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში ერთი პირი, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარი და დაცვის უფროსი ზაზა ხასაია დააკავეს.
ზაზა ხასაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა.



