სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაიხურა

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც დღეს რიგგარეშე იმართება. საკითხი ერთადერთია, ზუგდიდის საკრებულომ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს გადამდგარ მერს.
ხმაური სხდომაზე გამოიწვია დაპირისპირებამ “ნაციონალური მოძრაობისა” და უმრავლესების წევრებს შორის. სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის მერთან და ე.წ “ფარულ ჩანაწერებთან” არის დაკავშირებული.
“თვენი მერი ჩასვრილია და ის რაც მოხდა არის სრულიად სამარცხვინო”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოში ანი წითლიძე.
ენმ-ს მოთხოვნა იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარეს აეღო, რადგან ოპოზიციის მტკიცებით, საკრებულოს თავმჯდომარე ყველა კორუფციული გარიგების მონაწილეა.
ამ განცხადებას უმრავლესობაში უსაფუძვლო უწოდეს და თქვეს, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
წითლიძეს ზუგდიდის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარე გუგა ლაგვილავა დაუპირისპირდა, რომელსაც წითლიძემ უგულავას დროინდელი ამბები შეახსენა და სამარცხვინო უწოდა ზუგდიდის მერის “გაპრავებას” იმ საკრებულოს მიერ, რომელსაც მან ფაქტიურად შეაგინა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღო, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაეხურა.



