კორეაში, ჩონანის მსოფლიო ცეკვების ფესტივალზე ზუგდიდის უნივერსიტეტის ანსამბლმა გაიმარჯვა

კორეაში, ჩონანის მსოფლიო ცეკვების ფესტივალზე სახელწოდებით “ქუჩის აღლუმი”, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლმა “დავლათი”, ნომინაციაში “ქუჩაში ცეკვის აღლუმი” პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს საელჩომ კორეაში და ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა პირადად მიულოცეს გამარჯვებულებს ღირსეული გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ ჩონანის მსოფლიო ცეკვების ფესტივალს წელს 40 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. აქ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები. საქართველოდან კი ზუგდიდი, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლი “დავლათი”.




