სად იმყოფება ზუგდიდის ყოფილი მერი და რა მიზნით?

სად და რა მიზნით იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაჩეხეთში. ამ კითხვით STV-მ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.
მაგდალინა თოდუას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია 11 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღაში იმყოფება, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის სავაჭრო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
მისივე განცხადებით, შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ფარგლებშია და მიმწვევი ორგანიზაციაა საერთაშორისო ურთიერთიობების განვითარების ბიზნეს პლატფორმა.
ცნობისათვის, შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
როგორც ლაშა გოგიამ STV-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ის ზუგდიდში ორშაბათს მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს და გადადგომის მიზეზებს განუმარტავს.




