“ხალხის არჩეული მერი არ გადადგეს”-სოციალურ ქსელში ახალი გვერდი შეიქმნა

“ხალხის არჩეული მერი არ გადადგეს”-ამ სახელწოდებით დღეიდან სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდი შეიქმნა. გვერდი მხარს უჭერს ზუგდიდის ჯერ კიდევ მოქმედ მერს, რომელიც საქმიანი ვიზიტით პრაღაში იმყოფება.
გვერდის შემქმნელების აზრით, ლაშა გოგია აღნიშნულ ჩანაწერებში უდანაშაულოა და ის არ არის ვალდებული გადადგეს. მხარდამჭერების მიზანია დაიცვან ზუგდიდის მერის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მისცენ საშუალებ ხალხის აღცეულ მერს თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
“ხალხის აღცეული მერი ვალდებულია მხოლოდ იმ ხალხის წინაშე, ვინც მას ნდობა გამოუცხადა და ხმა მისცა არჩევნებზე. ჩვენ ვთვლით, რომ მერმა ხალხს უნდა აუხსნას ყველაფერი და მას მიეცეს ამის საშუალება”-აცხადებენ გვერდის შემქმნელები.




