“ჯერ ძალა ვაჩვენოთ და მიშაც ჩამოვა”- სანდრა რულოვსი ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ფლაერები დაარიგა. აღნიშნული შეხვედრის კადრები და ინტერვიუ სანდრა რულოვსთან, ადგილობრივმა ტელეკომპანია “ოდიშმა” გაავრცელა.
“ცვლილებების დროა. ხალხი იძახის რომ მიშა ჩამოვიდეს. ჯერ ძალა ვაჩვენოთ და მიშაც ჩამოვა დასახმარებლად”-აცხადებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე.
სანდრა რულოვსი ზუგდიდის საარჩევნო კამპანიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავასთან და ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკ ქარდავასთან ერთად ჩაერთო.


