სანდრო სორდია – არავის აქვს უფლება ადამიანი შერაცხოს დამნაშავედ

“ნებისმიერი პირი ითვლება უდანაშაულოდ სასამართლოს მიერ გამამტყვნებელი განაჩენის გამოტანამდე”-ასე ეხმაურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სანდრო სორდია, ზუგდიდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მან ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
“სისხლის სამართალში არსებობს კონსტიტუციური რანგის პრინციპი- უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი პირი ითვლება უდანაშაულოდ სასამართლოს მიერ გამამტყვნებელი განაჩენის გამოტანამდე.
შესაბამისად, არავის აქვს უფლება ადამიანი შერაცხოს დამნაშავედ, მითუმეტეს ისეთი ირიბი მტკიცებულების საფუძველზე, რომლის არც ავთენტურობაა დადგენილი და არც სხვა შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობით არის გამყარებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადამიანის დადანაშაულებისთვის.
პ.ს დავიცვათ ადამიანის ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლებები განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა ან თანამდებობრივი მდგომარეობისა”,-წერს სანდრო სორდია სოციალურ ქსელში.




