ფოთში, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთში, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ფოთში, ნაბადის უბანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 41 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა, შემთხვევით აუფეთქდათ.
გამოძიება ორი 236-ე და 124-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.



