პარიზში დანით შეიარაღებულმა კაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა

საფრანგეთში თავდასხმა მოხდა. პარიზში დანით შეიარაღებულმა კაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ BBC წერს.
დაშავებულთაგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ორი დაჭრილი ბრიტანეთის მოქალაქეა.
თავდამსხმელი ავღანელი მიგრანტია. ის უკვე დაკავებულია. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.




