ალექსანდრე მოწერელია : განათლების სფერო ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ რუხში „თეგეტა აკადემია“ დაათვალიერა. აღნიშნული სასწავლო ცენტრი საკონფერენციო დარბაზებით და კომპიუტერული ლაბორატორითაა აღჭურვილი. ცენტრის მიზანია რეგიონში მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდება, შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოსახლეობის დასაქმება და თვითდასაქმების შესაძლებლობების ზრდა.
” შოთა მესხიას ზუგდიდის სახელიმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და “თეგეტა მოტორსი” გაფორმებული მემორანდუმის თანახმად სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან თეორიულ სწავლებას, “თეგეტა აკადემიაში ” კი პრაქტიკულ კომპონენტს.
„ზოგადად, განათლების სფერო არის ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება და ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პროფესიული განათლება უმაღლესისაგან. პროფესიული განათლების კუთხით, ჩვენ არ გვქაქვს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება ამ სასწავლებლების ჩამოყალიბება, მით უფრო განვითარდება ქვეყანა.“ – განაცხადა გუბერნატოტმა.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას

ალექსანდრე მოწერელია – თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს


